Asset 5
გზა პიონერობიდან ინოვაციის ლიდერობამდე: გერმანიაში დამზადებული უახლესი ტექნოლოგიები

ბერლინი, 1957 წლის შემოდგომა: მღებავმა - ბატონმა ფიოლერმა, გადაწყვიტა თავისი სახლის ფასადის დათბუნება და დასახმარებლად მიმართა კაპაროლის ექსპერტებს. ბატონი ფიოლერი იხსენებს: "პოლისტიროლის ფილებს ერთმანეთზე მიბჯენით - ერთ ფენად აწებებდნენ, შემდგომ ზედაპირს ასწორებდნენ ფითხით და ბოლოს Caparol-ის საღებავით ღებავდნენ". ასე გაჩნდა პირველი ფასადის დათბუნების სისტემა. დღეს, 50 წლის შემდგომ, ფასადების დათბუნების სფეროში Caparol-ს გააჩნია გამოცდილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არის უმაღლესი ხარისხის დათბუნების სისტემების წამყვანი მწარმოებელი ევროპაში. გამოიყენეთ მოწინავე გამოცდილება, რათა აშენოთ რესურსების დაზოგვით, მომავალზე ორიენტირებული, ეკოლოგიური ნაგებობები.

გერმანიაში დამზადებული მოწინავე ტექნოლოგიები

კაპაროლი გთავაზობთ ეფექტურობის ყველა კლასში წინასწარ კომბინირებულ თერმოიზოლაციის სისტემებს. ეს თქვენ გიმარტივებთ ცხოვრებას: სხვადასხვა კომპონენტების ერთმანეთთან თქვენს მიერ კომბინირების ნაცვლად, უბრალოდ აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სრული პაკეტი. ეს უსაფრთხოა: ყველა კომპონენტი ხარისხზე შემოწმებულია, ერთმანეთზე მორგებული და სერტიფიცირებული. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ დამუშავების დროს შეცდომებს და გაზრდით ფასადის ექსპლუატაციის ვადას.